გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

პეტერ ფიშერმა შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა და მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"სანამ შევიდოდი, განცხადება გავაკეთე და ასევე გადაგამისამართებთ 33 საელჩოს განცხადებისკენ", - განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, რომ ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.

პეტერ ფიშერის თქმით, დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება