ირაკლი ნადირაძე - სკანდალური 624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს საქმის ბრიფინგის დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ღამით ჰყავდათ დაკავებული

სკანდალური 624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს საქმის ბრიფინგის დღეს მთელი ღამით ჰყავდათ დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

ასევე, ირაკლი ნადირაძე წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნათესავს დააწერინეს, შემდეგ კი ჩვენება „დროებით თაროზე შემოდეს“.

“ოცნების” პროპაგანდისტული მედიებიდან საერთოდ გააქრეს 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს თემა... ზარ-ზეიმით ჩატარებული ბრიფინგის და გაჟღერებული კოლოსალური თანხების შემდგომ ისე მიაჩუმეს ეს საქმე, თითქოს, სარდაფში, 10 მ2, ნაქირავებ ფართში გახსნილ, ერთ რიგით "ვალუტჩიკს" შემოჰქონდა საზღვარზე ამხელა თანხა, ჩუმად თავისთვის ათეთრებდა და შემდგომ მასვე, ჩუმად და მარტოს, გაჰქონდა უკან... ანუ, სასაზღვრო, შსს, ეროვნული ბანკი, სუსი, ფინანსთა სამინისტრო და სხვა ბევრი კერძო თუ სახელმწიფო უწყება უბრალოდ არ არსებულა ამ ქვეყანაში... ამაზე, ბევრი შემიძლია ვწერო, უბრალოდ, რა ინფორმაციაც მაქვს მინდა თქვენც გაგიზიაროთ და იცოდეთ:

ამ სკანდალური (624 მლნ დოლარის და 35 მლნ ევროს) საქმის ბრიფინგის დღეს (2025 წლის 16 სექტემბერს), ჩემი ინფორმაციით, მთელი ღამით ჰყავდათ დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი (ამიტომ არ დაასახელეს ბრიფინგის დღეს დაკავებულის ინიციალები) და მხოლოდ დილით მოხდა მისი გათავისუფლება (ბიძინაზე კომპრომატების გამოქვეყნებით დაიმუქრა თუ რის სანაცვლოდ მოხდა მისი გათავისუფლება, გამოჩნდება მალე).

P.S. წყაროს ინფორმაციით, დაკავებული ბურჭულაძის წინააღმდეგ, ერთ-ერთი პირველი ჩვენება ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავს დააწერინეს, რომელსაც პირველ ჩვენებაში ღარიბაშვილიც ჰყავდა ნახსენები, თუმცა მეორე ჩვენებაში ღარიბაშვილი ამოიღეს და პირველი ჩვენება დროებით თაროზე შემოდეს (დროებით).

ფაქტია, “ქოცებში” დიდი არეულობაა და პასტა-ფურცლებს ვერ აგდებინებენ ერთმანეთზე ხელიდან 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი. ბიძინა ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანად უნდა მოვაშოროთ ქვეყანას!!!” , - წერს ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია