მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესპანელ კოლეგას, მონიკა გარსია გომესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, საერთო გლობალურ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სარჯველაძის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი