მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი გილაური ივანიშვილის კლანის ღერძია - გილაურის კლანმა თავი გამოიჩინა იმითაც, რომ აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც, დღესაც ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის, რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე

საქართველოში მოქმედებს საბანკო კარტელი, რომელიც ივანიშვილის მაფიოზური სინდიკატის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, საბანკო „კარტელი ქვეყნის შიგნით და გარეთ რუსულ რეჟიმს ლობირებს“.

“როგორც თავის დროზე ივანიშვილი იყო რუსეთში “იმერული მაფიის” ბანკირი, ზუსტად ასევეა ირაკლი გილაური ივანიშვილის კლანის ღერძი.

გილაურის კლანმა თავი გამოიჩინა იმითაც, რომ აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც. დღესაც ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის იმისთვის რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე. ისევე როგორც მთელ დროს აქტიურად მუშაობდა ოპოზიციური არხების დახურვაზე.

ზოგადად, საბანკო კარტელი ლობირებს რუსულ რეჟიმს ქვეყნის შიგნით და გარეთ და სანაცვლოდ იღებს ზემოგებებს, ხალხის ძარცვის ხარჯზე.

კარტელი ხელოვნურად ინარჩუნებს მაღალ საკრედიტო პროცენტს, ისე რომ მოვალეების უმრავლესობა ძლივს ახერხებს პროცენტის გადახდას და ძირითად ვალს ვერაფერს უხერხებს.

ამ ხალხის ბოგინი უნდა დასრულდეს!” - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს