კახა კალაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სამგორის პარკს ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პარკში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, განთავსდა მეფე ერეკლე მეორის ძეგლიც, რომელიც მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

განახლებული პარკი, რომელიც ჯგუფი „ურსას“ კონცერტით გაიხსნა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. დღეს ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს ძეგლი გავხსენით, რაც საამაყოა თითოეული ქართველისთვის. პარკი, რომელიც წლების განმავლობაში გაუბედურებული იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული, რეაბილიტირებული და გამწვანებულია. ბავშვებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცეები და დაირგო ხე-მცენარეები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შექმნილი გარემო იმისთვის, რომ დაისვენოთ, გაერთოთ, ივარჯიშოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სამგორის პარკს გადაერქვას სახელი და ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი. ძალიან მიხარია, კარგი პროექტი გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ორ ჰექტარ ფართობზე აშენდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა: სასეირნო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები, ამფითეატრი, ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა, მაგიდის ტენისის სივრცე და მშრალი შადრევანი. დამონტაჟდა საპარკო ავეჯი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევნებიც.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამწვანებაზე – მოეწყო სარწყავი სისტემა, თარგებში შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 17 854 კვადრატულ მეტრზე დაითესა და დაიგო ბალახი, დაირგო 4 722 ძირი ნერგი.

რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო