ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება განიხილა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზამთრის წინ რუსეთის მხრიდან დაბომბვების სიხშირის ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია სწრაფი მოქმედება.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებაზე, განსაკუთრებით მისი ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის მიმართ.

პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაცია და პოლონეთში, რუმინეთსა და დანიაში დრონების, ასევე ესტონეთში გამანადგურებლების დაფიქსირების შემთხვევები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს