მოლდოვური მედია - ათენიდან კიშინიოვში მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა

ათენიდან კიშინიოვში მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა, - ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

გამოცემა Newsmaker-ის ცნობით, მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დაცვის ქვეშ ათენიდან კიშინიოვში პირდაპირი რეისით დღეს ჩაიყვანეს.

მოლდოვის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პლახოტნიუკს კიშინიოვის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, 22 ივლისს ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.

„ინტერპოლმა“ პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება