გიორგი ჩიკვაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ეტლით მიიყვანეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმე „ელთ ბილდინგის“ საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულებმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითურად მიითვისეს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიკვაიძეს 9 წლით, ხოლო პაპიაშვილის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სასამართლო პროცესს მსჯავრდებულებიც ესწრებიან. გიორგი ჩიკვაიძე თავდაპირველად ეტლით შემოიყვანეს, თუმცა მან პატიმრებისთვის განკუთვნილ ადგილას განთავსება მოითხოვა.

„ღირსეულად მომეპყარით. მე ამ ეტლში, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამსვეს და დიაგნოზიც არ მაქვს. კეთილი ინებონ და შესაბამისად მომექცნენ“, - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

ამის შემდეგ, ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, პატიმრებისთვის განკუთვნილ ადგილას შეიყვანეს.

აღნიშნულ საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის“ მსჯავრდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს