კახა კალაძე - კონკრეტული ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ, მოუსმინეთ, ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს - ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი

ეს კონკრეტული ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩების დაბარებას.

კახა კალაძის თქმით, „ვენის კონვენციასთან ერთად ყველაფერს არღვევენ“.

„უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. გუშინ საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი იმყოფებოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო