პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი, საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კრიმინალური შეთქმულების საქმეში, რომლის ფარგლებშიც მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით გარიგებაში მონაწილეობა.

ამასთან, სასამართლომ სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და პასიური კორუფციის საქმეებზე წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა.

სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს