სუს-ის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების საქმეზე დაკავებული, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი როინ ფოფხაძე ბრალს არ აღიარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების საქმეზე დაკავებული, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი როინ ფოფხაძე ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ვაკო მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დეტალები საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ეცოდინება.

„ის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი იყო. მას ხარისხი უნდა შეემოწმებინა, ზოგადად, საზედამხედველო სამსახური ამოწმებს შესრულებული სამსახურის ხარისხს, ფინანსური კუთხით ზედამხედველობას არ აწარმოებს.

ის დანაშაულს არ აღიარებს. კომენტარი ბრალდებულის ნებართვის შემდეგ გაკეთდება. ის გამოკითხულია, სადაც მიუთითა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. დანარჩენი ჩვენთვისაც, როგორც მხარისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქმის მასალები გადმოგვეცემა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დაკავებულ 5 პირსა და მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

დაკავებულებთან ადვოკატები ამ წუთებში შედიან.

საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

აღნიშნულზე დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის მიმალვაშია.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება