ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ, თუმცა კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები, მათ ეს დასჭირდებათ

თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ რუსეთის დარტყმებს უპასუხოს.

„თუ ისინი ჩვენ ენერგოობიექტებს დაარტყამენ, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ მათ ენერგოობიექტებზე დარტყმებით ჩვენც ვუპასუხოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვუპასუხებთ. თუ ისინი იერიშებს მიიტანენ, ჩვენ ვუპასუხებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს აცნობა დამატებითი შეიარაღების სისტემის შესახებ, რომელიც ომის დასრულებას დააჩქარებს.

„ტრამპმა ეს იცის. ვუთხარი იმის შესახებ, რაც გვჭირდება. ჩვენ ეს გვჭირდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ ეს ჩვენ გვექნება, პუტინზე დამატებითი ზეწოლა მოხდება, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კითხვაზე, დანიშნავს თუ არა არჩევნებს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხდება, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვებისთვის მზად არის.

„ჩემი მიზანი ამ ომის დასრულებაა. დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, შეგვიძლია ეს პერიოდი გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების მდგომარეობა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს