„გახარია საქართველოსთვის“ - ცესკო-ს მივმართეთ მოთხოვნით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდეს ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზეა მის მიერ მიცემული ხმა

23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ, გახდეს შესაძლებელი ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. კერძოდ, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა,- ამის შესახებ ინფორმაციას „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.

„მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი.

საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, ცესკოს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.

ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა.

2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.

ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება“ აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი