„აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელი - „ჰოლიდეი ინნ-ში“ სტუმარი ოთახში მარტო იმყოფებოდა, არ გამოდიოდა, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და ის პოლიციამ გამოიყვანა

„აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენლის ანასტასია ზურაბიშვილის განცხადებით, პირი, რომელიც პოლიციამ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“ დააკავა, ნომერში მარტო იმყოფებოდა. ამის შესახებ ანასტასია ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქე იყო თუ არა, ამის თაობაზე სასტუმროს ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ სტუმარი იმყოფებოდა ოთახში მარტო, არ გამოდიოდა სასტუმროს ოთახიდან, დაცვას გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა პოლიციას და შემდეგ უკვე პოლიციამ გამოიყვანა ეს ადამიანი. როგორც ვიცი, ადგილზე არის პოლიცია, ოთახში არის შესული და მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება სროლას, სროლასთან დაკავშირებით ვერ ვადასტურებ, არ მაქვს ეს ინფორმაცია. უბრალოდ, თვითონ ამ ადამიანს check out-ის დრო ჰქონდა და არ გამოვიდა თავისი ნებით. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური მივიდა, რადგან საკუთარი ნებით არ გამოვიდა [პირი ნომრიდან], ამიტომაც გახდა საჭირო პოლიციაში დარეკვა. ეს ადამიანი მარტო იყო”, - განაცხადა ანასტასია ზურაბიშვილმა.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში მომდართან დაკავშირებით მედიასთან ერთ-ერთმა დამსვენებელმა ისაუბრა.

„დავინახე, რომ პოლიციამ მამაკაცი დააკავა. რა მოხდა, არ ვიცი. არ გამიგია სროლა, მე დავინახე მხოლოდ ის, რომ მოვიდა პოლიცია და დააკავა ეს მამაკაცი. მომხდარის, დაკავების მიზეზი არ ვიცი", - განაცხადა უცხოელმა დამსვენებელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტურმო „ჰოლიდეი ინნ"-ში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება