პეტრე ცისკარიშვილი - ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა - ფასეულობების ფუნდამენტი, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას“, მასში ხედავს საფრთხეს და ამიტომ ვერ შედგა პარტნიორებთან დიალოგი

ევროპელი ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა. ფასეულობების მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას“, ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე, ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია”.

„ევროპელი ელჩების დაბარების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც „ოცნების” საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების, ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება. ასე ხდებოდა ბნელ 70-80-იან წლებში. აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში, საბჭოთა კავშირში. სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს მართავს იმისათვის, რომ ეურთიერთოს დასავლურ ელჩებს.

სამი წლის წინ ჩვენ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გავაკეთეთ, დასავლეთიდან მოითხოვეს იმ ტიპის რეფორმების გატარება და იმ ღირებულებების ერთგულებას, როგორიც თვითონ ევროპაში არიან. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას.

ეს მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას”. ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში. აქედან მოდის სწორედ ის დაძაბულობა. ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო