დავით ნარმანიამ ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ბუქარესტში რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,Aspen Institute Romania”-ს ორგანიზებით გამართულ მე-6 ენერგეტიკულ სამიტში – ,,Aspen Energy Summit“. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელურ დისკუსიაზე დავით ნარმანიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ელექტროენერგიის მიწოდება და მოთხოვნა - პრაქტიკული მაგალითი საქართველოს შესახებ".

„სემეკის თავმჯდომარემ სამიტის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმები. მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებთან დააკავშირებს. ამასთანავე, დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც მწვანე ენერგიის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის წევრი გივი სანიკიძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება