მიხეილ ყაველაშვილი - მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის, როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა - თვალს უსწორებს და უმკლავდება გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას

მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორია არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები.

მისივე თქმით, საქართველო ის ადგილია, სადაც, ისტორიის მანძილზე, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა.

„მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია

საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც, ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე, დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად, საქართველოში არსებული კულტურული გარემო, ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასის სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თანაარსებობა და მრავალფეროვნება, ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალედაა აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს