„ახალგაზრდული პლატფორმა“ - 4 ოქტომბერს ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსის ეზოში, საიდანაც ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ თანამემამულეებს

ახალგაზრდული პლატფორმის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე , შეიკრიბონ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც მათი თქმით, დაიწყება „ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა“.

მათივე განცხადებით, ქვეყანა დგას გადამწყვეტ ეტაპზე, რაც საზოგადოების უპრეცედენტო ერთიანობას მოითხოვს.

როგორც მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განაცხადეს, კონკრეტული სამომავლო ნაბიჯების შესახებ ისინი დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

„ახლოვდება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის გადამწყვეტი ეტაპი და დღე, რაც მოითხოვს საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო ერთიანობის ჩვენებას, სწორედ ამიტომ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ბრძოლის წინა ხაზზე გვხედავდით, გადავწყვიტეთ ერთად დავდგეთ ამ გადამწყვეტ მომენტში და გადამწყვეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. კონკრეტული სამომავლო ნაბიჯების შეახებ მომდევნო დღეებში მოგახსენებთ. ახლა გვინდა მივმართოთ ჩვენი თაობის წარმომადგენლებს და გაცნობებთ, რომ 4 ოქტომბერს დღის 15:00 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი, ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა დაიძვრება და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ თანამემამულეებს“,- განაცხადეს ახალგაზრდული პლატფორმის წარმომადგენლებმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება