ლოზუნგით “თავისუფლება ნინო დათაშვილს” განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

“თავისუფლება ნინო დათაშვილს” - ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების აქცია გაიმართა, რომლებიც პატიმრობაში მყოფი პედაგოგის, ნინო დათაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში ძალიან დამძიმდა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. როგორც ისინი ამბობენ, პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სასწრაფოდ მკურნალობას საჭიროებს.

მასწავლებლების აქციას სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები და ნინო დათაშვილის გულშემატკივრები შეუერთდნენ.

ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 302-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში იმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს