კახა კალაძე - ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან ვხედავთ

ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან. მათი ქმედებები და განცხადებები ყველანაირ დიპლომატიას სცდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნის ელჩები ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და პოლარიზაციის წამხალისებლები არიან.

„პირველი წამხალისებლები აირიან ბოროტების, ექსტრემისტული დაჯგუფებების, პოლარიზაციის. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. პროცესები გარედან იმართება და თავიანთი პატრონები, რასაც აბარებენ და რას ეუბნებიან (მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია) იმას აკეთებენ. ყველას აქვს თავის როლი. ქვეყანაში ასეულობით მილიონი ლარი დახარჯეს ამისათვის, რომ უსამშობლოების აგენტურული ქსელი შეექმნათ. ასევე მათი თანამონაწილეობით, ვითომ ელჩები და ვითომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები კადრულობენ იმას, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს