პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების საქმეზე ბიჭიკო პაიკიძეს და თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების საქმეზე ბიჭიკო პაიკიძეს და თურქეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენა.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულებს ბრალდება, ერთ-ერთს დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარმოადგენდნენ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. აღნიშნული კომპანია სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ბრალდებულები არ ახდენდნენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, განზრახ თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 670 000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ბრალდებულებს ბრალდება, ერთ-ერთს დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელიც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ძებნა გამოცხადდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე დააკავა, ხოლო მეორე ხელმძღვანელს ვანის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბიჭიკო პაიკიძეს კი ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის