„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“  ნაძალადევში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

“ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ნაძალადევში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატების წარდგენამდე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, თბილისის მოქალაქეებს არაერთი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მერია კი არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.

“ბევრი ვიარეთ დედაქალაქში, ვნახეთ ბევრი თანამოქალაქე, რომელსაც მრავალი საჭიროება აქვს ცენტრალიზებული ძირითადი პრობლემით დაწყებული, უსამართლობა, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, რუსული რეჟიმი, პოლიტიკური პატიმრები, ახალგაზრდები საპატიმროში და ა.შ. მაგრამ, პარალელურად მათ აწუხებთ სიღარიბე, უპასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, მერია, რომელიც არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ მსგავს ადგილას ვართ ახლა”, - მიმართა ირაკლი კუპრაძემ ამომრჩეველს.

ნაძალადევის რაიონში კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატები არიან:

ზღვისუბანი - ეკა უდესიანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის”;

ლოტკინი - ფიქრია გოგოლაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის”;

სანზონა - ქეთი თურაზაშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველო”;

ნაძალადევი - ნიკა ჩერქეზიშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველო”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება