მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს