თინა ბოკუჩავა და ლევან სანიკიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარეს და გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ფრანკ შვაბეს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარეს და გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ფრანკ შვაბეს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების უკანონო დაკავება, რაც ნათლად ასახავს ხელისუფლების რეპრესიულ და შერჩევით მართლმსაჯულებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების თავისუფლების შეზღუდვა და პოლიტიკური დევნა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ემხრობა.

შეხვედრაზე ასევე სასაუბრო თემა შეეხებოდა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის დაწესებას მიზნობრივ ჯგუფებზე -„ქართული ოცნების“ ლიდერებსა და იმ პირებს, რომლებიც ყოველდღიურად ანგრევენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელს უშლიან ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს