Associated Press - სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის გემის მოსაგერიებლად, რომელმაც  საზღვაო საზღვარი დაარღვია, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს დილით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის უკან დასახევად, რომელმაც სადავო საზღვაო საზღვარი გადაკვეთა.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულ ბენგნიონგთან გადაკვეთა, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა გაავრცელეს აუდიო გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, განაცხადეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა.

ამ დროისთვის უცნობია, გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს