გივი მიქანაძე - მიხეილ ყაველაშვილის არაერთი შეხვედრა, მათ შორის გაეროს გენმდივანთან, უპირველესად, დეოკუპაციის საკითხებს უკავშირდება - ვერცერთ ფორმატს ვერ მაჩვენებთ, სადაც ამაზე არ ვსაუბრობთ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრები მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან, უპირველეს ყოვლისა უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც მან ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას უთხრა, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევაა.

„ჩვენ ყველა ტრიბუნას მაქსიმალურად ვიყენებთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ის მდგომარეობა, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სამშვიდობო გზით დეოკუპაციის მიზნით. მიხეილ ყაველაშვილის არაერთი შეხვედრა, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან თუ სხვა წარმომადგენლებთან, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება დეოკუპაციის საკითხებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვერცერთ ფორმატს ვერ მაჩვენებთ, სადაც ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდეთ და უფრო მეტიც, ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და ამის შესახებ ცალსახად განვაცხადეთ, არის ორი რამ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა. ამას ვსაუბრობ ყველა პლატფორმასა და ფორმატში“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ასევე, ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ“ , - განაცხადა ყაველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის