ირაკლი კობახიძე - ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით უარყოფითი პროგნოზები იყო, ე.წ. ექსპერტებს ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით, თუმცა იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ იანვრის შემდეგ 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება