პრემიერი - გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპის კონტინენტსა და ფართო რეგიონში, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას

ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასული 4 წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. პრემიერის განმარტებით, საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას.

„შარშან გვქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-2024 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ფართო რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში,“- განაცხადა პრემიერმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია