ირაკლი კობახიძე - მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, პოლარიზაციის შემცირებაში ძალიან დაგვეხმარა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი - ამ კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის რეალიზების საშუალება

ძალიან დაგვეხმარა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში - ამ კანონმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია, რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბიზნესასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, პოლიტიკური სიმშვიდე.

ამისთვის ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის მოკლევადიან არასტაბილურობად დაუჯდა გარკვეული ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას. თუმცა, საბოლოოდ, ამ ნაბიჯებმა მოგვცა ვითარების თვისებრივად დასტაბილურების საშუალება. მათ შორის, ძალიან დაგვეხმარა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში. ამ კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია, რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება. დღეს მშვიდი ვითარება გვაქვს, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება. ვფიქრობთ, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა 4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის. გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება“,- აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი