ირაკლი კობახიძე - გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა

ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.

„გამოწვევები რჩება, თუმცა არსებული ტემპებით, ვფიქრობთ, რომ საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში უკვე შეძლებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს ეკონომიკური კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტებს.

წელს პირველად გადავაჭარბებთ 100 მლრდ ლარს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადავაჭარბებთ 10 000 დოლარიან მაჩვენებელს, რაც ერთგვარი სიმბოლური, საინტერესო ნიშნულია ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ეკონომიკის ზრდა აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი. 2022-2024 წლებში 185 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი გადაცდა 2 200 ლარს, როდესაც, დაახლოებით, ამის ნახევარი იყო მაჩვენებელი 2021 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი