ირაკლი ნადირაძე - ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ

ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნადირაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კარგად იცის, რომ „4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში“.

„არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ "კარგი" ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს... ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში და გამოვა მშვიდობიანად, სამოქმედოდ და გამარჯვებისთვის!”,- წერს ნადირაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს