„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, ბრეშას უნივერსიტეტის ემერიტუს რექტორს, UNIBS ფონდისა და GARR კონსორციუმის პრეზიდენტს, პროფესორ მაურიციო ტირას უმასპინძლა

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, ბრეშას უნივერსიტეტის ემერიტუს რექტორს, UNIBS ფონდისა და GARR კონსორციუმის პრეზიდენტს, პროფესორ მაურიციო ტირას უმასპინძლა.

ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„პროფესორ ტირას ვიზიტს წინ უძღოდა „ევროპის უნივერსიტეტსა“ და ბრეშას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და პროფესორმა ტირამ სწორედ მემორანდუმის პირობებით განსაზღვრული კონკრეტული ინიციატივების პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობებზე, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივაზე და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებზე. გარდა ამისა, დაიგეგმა შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას.

პროფესორ ტირას ვიზიტი კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინტერნაციონალიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებასა და საერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს