ექიმის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია და სხეულის თითქმის ნახევრის დამწვრობა აღენიშნება

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლაშა იაშვილის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმოინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, - აღნიშნა იაშვილმა „ფორმულასთან“.

ცნობისთვის, გუშინ, კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს