დანიის პრემიერი - თავს მხდალი მტერი გვესხმის - დრონები, კიბერშეტევა, დეზინფორმაცია, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა, შეთქმულების თეორიები - მიზანი ერთია: ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაცია

დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, დანიელები კიდევ უფრო მეტი ჰიბრიდული თავდასხმებისთვის უნდა მოემზადონ.

მისივე მტკიცებით, რუსეთი ევროპის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება და კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს.

„ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია დაასკვნას, თუ ვინ დგას ბოლო დღეებში დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა რუსეთი ევროპის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება, რომელიც კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს. უნდა ველოდოთ მსგავსი თავდასხმების მეტ შემთხვევას“, -განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა და დასძინა, რომ დანიელები ასევე უნდა მოემზადონ შემდგომი დივერსიებისთვის, კიბერშეტევებისთვის და წყალქვეშა კაბელების განადგურებისთვის.

მისი თქმით, თავდასხმები ევროპის დაბნევას და გაურკვევლობაში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

„ჰიბრიდული თავდასხმები ჩვენს დაბნევას ისახავს მიზნად და ეს მხდალი მტრისგან მოდის, რომელიც ვერ ბედავს საკუთარი თავის გამოვლენას. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დრონები, მეორე შემთხვევაში - კიბერშეტევა, დეზინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა, შეთქმულების თეორიები. რა მეთოდსაც არ უნდა ვხედავდეთ, მიზანი ერთი და იგივეა. მათ სურთ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაცია და სურთ, რომ ჩვენ აღარ ვენდობოდეთ ჩვენს ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება - და ის რეალურია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს