მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - გერმანიის ელჩი ჩვენ არ დაგვიბარებია, თვითონ მოვიდა და ითხოვა, გერმანული ორგანიზაციები „ენჯეოებს“ რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო - ვუთხარით, რომ ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს

ჩვენ ვისაუბრეთ გრანტების შესახებ. თვითონ მოვიდა, ითხოვა, ჩვენ, გერმანიის კონკრეტული ორგანიზაციები „ენჯეოებს“ რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს, - ასე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს საუბრისას შეკითხვას, რომელიც მასსა და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შორის გამართულ შეხვედრას შეეხებოდა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციაში ელჩი არ დაუბარებიათ, ის საკუთარი სურვილით მივიდა.

„თვითონ მოვიდა. ითხოვა, ჩვენ, გერმანიის კონკრეტული ორგანიზაციები „ენჯეოებს“ რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ კანონი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, ყველა უცხოურ დაფინანსებაზე, ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს, ინკლუზიური კანონმდებლობა გვაქვს და დისკრიმინაციას არ ექვემდებარება. [მთავრობის ადმინისტრაციაში] თვითონ მოვიდა, ჩვენ არ დაგვიბარებია. საგარეოში მის დაბარებას ჰქონდა წინაპირობები, განცხადებები, ქმედებები. მას აუხსნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ,რაში მდგომარეობს დაბარების მიზეზები. ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვისაუბრეთ გრანტების შესახებ. შეხვედრას მე და ჩემი მოადგილე ვესწრებოდით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს