ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა - მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად იმოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციისგან “გრანტების შესახებ“ კანონის მოქმედებიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ფიშერთად შეხვედრა თავად გერმანელი დიპლომატის თხოვნით გაიმართა.

„ბატონი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მანამდე თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვის თანაბრად იმოქმედებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი