„აზიის განვითარების ბანკი“ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

„აზიის განვითარების ბანკი“ ბათუმი–სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) დღეს დაამტკიცა 360 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.

„პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატ გამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი–კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს