კაია კალასმა და არარატ მირზოიანმა სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული პროგრამები განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა დინამიურად ვითარდება და ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროს მოიცავს.

სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა გაცვალეს მოსაზრებები გეოპოლიტიკურ და რეგიონულ მოვლენებზე, ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ პროგრამებს.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განიხილეს საერთაშორისო საკომუნიკაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განიხილეს საერთაშორისო საკომუნიკაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება