ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე შეეფარდა პატიმრობა

ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატს, მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე, რომელშიც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პატიმრობა შეეფარდა იგივე ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის დაკავებულ ხელმძღვანელს, თურქეთის მოქალაქესაც.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, დანაშაული ეხება 2010-2012 წლებში საგადასახადოში დეკლარაციების არასწორად შევსებას. მისი თქმით, ამ „ბრალზე საუბარი უხერხულია და ეს უხერხული დამთხვევაა, რადგან მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მძვინვარებდა, ისინი ყველას აკავებდნენ და თუკი, ამ ტიპის დანაშაული იყო მომხდარი, პაიკიძეს აუცილებლად დააკავებდნენ".

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას თავს განზრახ არიდებდნენ.

უფრო კონკრეტულად კი, ბრალდებულები საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება