Reuters - „თურქეთის ავიახაზებმა“, ერდოღან-ტრამპის მოლაპარაკებების შემდეგ, Boeing-ის 225 თვითმფრინავის შესყიდვასთან დაკავშირებული გარიგება დაასრულა

„თურქეთის ავიახაზების“ განცხადებით, Boeing 787 ტიპის 75 თვითმფრინავს შეუკვეთავს და ასევე დაასრულა მოლაპარაკებები Boeing 737 MAX-ის ტიპის 150 თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია განაცხადა, რომ გადაწყვიტა Boeing-ისგან 75 ფართოკორპუსიანი B787-9 და B787-10 თვითმფრინავის შეძენა.

მიწოდებები 2029-დან 2034 წლამდეა დაგეგმილი.

კომპანიის ინფორმაციით, Rolls-Royce-თან და GE Aerospace-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავების, სათადარიგო ძრავების და ტექნიკური მომსახურების შესახებ.

„თურქეთის ავიახაზებმა“ ასევე განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები Boeing-თან კიდევ 150 თვითმფრინავის შეძენაზე 737-8/10 MAX მოდელებთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით, 737-8/10 MAX თვითმფრინავების შეკვეთები განხორციელდება ძრავების მწარმოებელ CFM International-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ.

ხუთშაბათს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ თურქეთი მზად არის დათანხმდეს მის მოთხოვნას, რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს და რომ მას შეუძლია ანკარას წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნა, რათა თურქეთმა ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენა შეძლოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს