რელიგიის სააგენტომ ეროვნული არქივის X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

25 სექტემბერს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული არქივის X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.

კონფერენციაზე მოხსენებით „სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში (ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხედვით)“ გამოვიდა პროექტის ხელმძღვანელი, რელიგიის სააგენტოს აჭარის რეგიონული წარმომადგენელი აბესალომ ასლანიძე.

მოხსენება წარმოადგენდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის - „სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში (ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორციელდება რელიგიის სააგენტოს ინიციატივით.

თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში, საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხედვით. ამ ეტაპისთვის სრულად დამუშავებულია ქუთაისის ცენტრალური არქივი, აჭარის საარქივო სამმართველო, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს რეგიონული და გორის, ხაშურის, კასპის, ზესტაფონის, ფოთის ადგილობრივი არქივები. მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში. მოპოვებული მასალები უკვე იძლევა საშუალებას საბჭოთა საქართველოში სასულიერო პირების მიმართ რეპრესიების ზოგადი სურათის დადგენისა და ცალკეული დასკვნების გამოტანის.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: აბესალომ ასლანიძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზვიად ტყაბლაძე, ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, დავით დავითაშვილი და მოწვეული მკვლევარი მერაბ კეზევაძე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში