საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლად დაასახელა.

აღნიშნული ჯილდო იმ ბანკებს გადაეცემათ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, სთავაზობენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამასთანავე, იყენებენ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტებს, რათა ბიზნესებს განვითარების მეტი შესაძლებლობა შეუქმნან.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სწორედ ეს სეგმენტი აძლიერებს. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტები და სერვისები მაქსიმალურად მორგებული იყოს მათ საჭიროებებზე. Global Finance-ის ჯილდო კი გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ - გავამარტივოთ დაფინანსების ხელმისაწვდომობა, განვავითაროთ ციფრული პლატფორმები და ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აჯილდოებს. გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შემუშავებული პლატფორმების ეფექტიანობა, ციფრული სტრატეგიის ხარისხი, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი.

საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება