უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება

უნგრეთის არმიას არ განუხორციელებია და არ მიუღია ბრძანება უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე დრონის გაშვებაზე, - ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, „უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული სამხედრო დრონი იყო, რეალობას არ შეესაბამება“,

„უნგრეთია არმიას არ განუხორციელებია და ბრძანება არ მიუღია თითქოსდა დრონის გაშვებაზე უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე, რის შესახებაც მედია ავრცელებდა ინფორმაციას. ასევე არ მიგვიღია ინფორმაცია ასეთი შემთხვევის შესახებ უკრაინული მხარისგან, იმის მიუხედავად, რომ მათთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

უნგრეთის თავდაცვის უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ნატოს ფარგლებში Adaptive Hussars 2025 სამხედრო წვრთნები გრძელდება.

„წვრთნების შესახებ მუდმივად ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ ჩვენი, ნატოს მოკავშირეები, არამედ უკრაინული მხარეც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ მას უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს