ირაკლი კობახიძე - ჩვენთან კორუფციის დაბალი დონე და გამართული სახელმწიფო სტრუქტურებია განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან - არაერთი სპეკულაცია მოგვისმენია, თუმცა, სიმართლე კონკრეტულ ციფრებშია

თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზეა, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სიმართლე კონკრეტულ ციფრებსა და რიცხვებშია.

„საქართველო პირველ ადგილზეა ზოგადად, ევროპის კონტინენტზე და რეგიონში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის, მშვიდობის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. იგივე მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე, ეფექტიანი პოლიტიკა, გამართული სახელმწიფო სტრუქტურებია განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენი, არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა, სიმართლე არის კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში გამოხატული“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი