ლაგოდეხში უამინდობამ პრობლემები შექმნა - მდინარე კაბალის ადიდების შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვერხვისმინდორსა და კაბალში, სადაც გადაუღებელმა წვიმამ და ნალექმა მდინარე არეშის და კაბალის ადიდება გამოიწვია.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, მდინარე კაბალი, ადიდების შედეგად ლაგოდეხი-კაბალი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება