ADB-ს პროექტის ფარგლებში, სემეკში მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. სემეკის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სატარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს