ირანული მედია - ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია

ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია, - ინფორმაციას ირანული გამოცემა Mehr-ი ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, თეირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები გაერო-ს მიერ სანქციების ხელახლა დაწესების საკითხზე კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია.

„სამი ევროპული ქვეყნის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების ხელახლა დაწესების მცდელობის საპასუხოდ, ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები თეირანში გაიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის მექანიზმი აამოქმედეს, რადგან, მათი განცხადებით, თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არღვევს.

ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 28 სექტემბრიდან შევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება