სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე - 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობას

27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სოხუმის დაცემის დღეს.

როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს.

„27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და დაგვიტოვა უდიდესი პასუხისმგებლობა ვემსახუროთ სამშობლოს ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. აფხაზეთის ომში დაღუპულთა თავდადება გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება მოითხოვს უდიდეს მსხვერპლს. აკადემიურ საზოგადოებას განსაკუთრებული მისია აკისრია - გააგრძელოს კვლევა, გააანალიზოს ის ისტორიული პროცესები, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედისწერა და ამ ცოდნის საფუძველზე აღზარდოს მომავალი თაობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სამსახურის იდეალებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყნის აღმშენებლობისთვის არჩეული გზა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, წარმოადგენს საქართველოს გაერთიანების მნიშვნელოვან საწინდარს. სწორედ მეცნიერებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით ეროვნული ერთიანობის განმტკიცებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ვუყრით საფუძველს”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 32 წლისთავის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არის გარდამტეხი თარიღი, ტრაგიკული მოვლენების სიმბოლო და ამავდროულად ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების საფუძველი. თითოეულ ჩვენგანს ეკისრება ვალდებულება, რომ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შევუნარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება, რათა მათი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმიანობა ყოველთვის იყოს განმსჭვალული სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით და პასუხისმგებლობით“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

აღნიშნულ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო