28 სექტემბერს რიგით მე-14 „თბილისიმარათონი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რეკორდული რაოდენობის მორბენალი მიიღებს

მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა, უცვლელი მარშრუტი და ახალი ბენეფიციარები - „ჰანიველ ცემენტის“ მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 „თბილისიმარათონი“ 28 სექტემბერს გაიმართება. ათვლის წერტილი უცვლელია - 3500 მონაწილე სტარტს 08:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს. ყოველწლიური მასობრივი სპორტული ღონისძიების ფარგლებში, რომლის მიზანი ტრადიციულად, ქველმოქმედება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის ხელშეწყობაა, მორბენლები ძველებურად თბილისის ცენტრალურ უბნებს შემოირბენენ.

2025 წლის ბენეფიციარები არიან - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი პირველი ნაბიჯი რუსთავში; “წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ჰოსპისი თბილისში; World Vision” საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი.

„თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია “ჰანიველ ცემენტის” ორგანიზებით, თბილისის მერიის და სპორტის სამინისტროსა მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, მასობრივი სპორტისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება