ანდრეი სიბიგა - ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის: უნგრეთიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ზუსტი მარშრუტი - ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ყველა საჭირო მტკიცებულება მოაგროვეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის” უნგრული დრონის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მარშრუტს აქვეყნებს.

შესაბამის განცხადებასა და ფოტოს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.

„ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის. უნგრეთიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ზუსტი მარშრუტი. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ყველა საჭირო მტკიცებულება მოაგროვეს, და ჯერ კიდევ ველით უნგრეთისგან განმარტებას, რას შვებოდა ეს ობიექტი ჩვენს საჰაერო სივრცეში“, - წერს სიბიგა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება